წარმოდგენილი ბიზნეს ჯგუფი, აერთიანებს გამოცდილ იურისტებს. სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილ ადვოკატებს და სხვა დარგის ექსპერტებს. კომპანია მოწოდებულია, დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაუწიოს მაღალკვალიფიციური მომსახურეობა სამართლის სხვადასხვა დარგში. 

ჩვენი კომპანიის (GLSG) იურისტები გამოირჩევიან განათლების ხარისხით, მოტივაციით, საქმისადმი დამოკიდებულებით, საერთაშორისო გამოცდილებით და ასევე, საფუძვლიანი ცოდნით ადგილობრივ სამართალში, რაც საშუალებას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ სამართლებრივი პრაქტიკული და აკადემიური ცოდნის საუკეთესო კომბინაცია.

საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების გაწევისას, ჩვენი კომპანია(GLSG) ყოველთვის ეძებს ყველაზე პრაქტიკულ და კომერციულად მომგებიან ბიზნეს გადაწყვეტილებებს თავისი კლიენტებისთვის და არ შემოიფარგლება ვიწრო იურიდიული რჩევებით. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ენის გარდა, ჩვენი კომპანიის (GLSG) იურისტები რეგულარულად უწევენ სამართლებრივ მომსახურებას ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომლებიც ყველაზე გამოყენებადია რეგიონში.  



t